22:56 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-13 11:36:00, 1566 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო და ჩინეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საკითხზე შეთანხმდნენ.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭუნ შანს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართულმა და ჩინურმა კომპანიებმა სრულად უნდა აითვისონ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალიწინებული სარგებელი, რისთვისაც ორივე მხარე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან შეხვედრები ჩინეთის სამთავრობო და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან გამართა.

აგრეთვე, ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც „სარტყელისა და გზის" ინიციატივის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ პლატფორმების განხილვას მიეძღვნა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics