18:45 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 10:37:14, 1831 ნახვა

პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად შალვა თადუმაძე დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი შალვა თადუმაძემ შეცვალა.

„შალვა თადუმაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე  მის დაკისრებულ მოვალეობას  თავი წარმატებით გაართვა. გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი, იყო და არის მთავრობის  საიმედო დასაყრდენი. წარმატებებს ვუსურვებ და  დარწმუნებული ვარ ამ წარმატებაში. მჯერა, შალვა თადუმაძე ამ საპასუხისმგებლო თანამდებობას თავს წარმატებით გაართმევს“,-განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაია ცქიტიშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას 2012 წლიდან იკავებდა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დაინიშნა.

შალვა თადუმაძეს მთავრობის საპარლამენტო მდივნის პოსტი ეკავა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
მადიარმა ორბანის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics