07:30 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 18:39:52, 1571 ნახვა

საზოგადოება
კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და „ჩვენმა სკოლამ“ ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო გამოფენა გამართა

კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და „ჩვენმა სკოლამ" ტრადიციული სააღდგომო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა.

გამოფენაზე გასაყიდად წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც მოწვეულმა სტუმრებმა სიმბოლურ ფასად შეიძინეს.

საქველმოქმედო ბაზრობის მიზანს ბორჯომის ტყე-პარკის გადარჩენა და გადამწვარი ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენდა.  შემოსული თანხით,  მოსწავლეები კომპანია „თრიფექსის" გუნდის დახმარებით შეიძენენ  წიწვოვანი ხეების ნერგებს, რომლებიც ბორჯომის ტყეში მათ სახელზე დაირგვება.

„ჩვენი ინიციატივით ყოველ წელს იმართება საქველმოქმედო ბაზრობა, რომელიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. წელს ჩვენი სკოლის  მოსწავლეებმა დიდი მონდომებით დაამზადეს ნივთები, იმისათვის რომ ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენაში შეიტანონ წვილი. ვფიქრობ,  ბავშვების მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია",  - განაცხადა კონსერვატორიის რექტორის მოადგილემ და „ჩვენი სკოლის" დამფუძნებელმა მანანა დოიჯაშვილმა.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად „ჩვენი სკოლის"  ეზოში კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიისა და ჩვენი სკოლის" მოსწავლეების კონცერტიც გაიმართა.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics