|
2018-04-11 16:43:47, 2201 ნახვა
მსოფლიო
Figaro - სირიაზე სარაკეტო დარტყმის შემთხვევაში, საფრანგეთი ამას საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს
სირიაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, საფრანგეთი ამას არა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ საკუთარი ტერიტორიიდან გააკეთებს, - ამის შესახებ Figaro იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამხედრო ლიდერებმა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების რამდენიმე ვარიანტი ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკვე გადასცეს. „სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ დარტყმის განხორციელება გადაწყდება, საფრანგეთი ამას, სავარაუდოდ, არა იორდანიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არსებული ფრანგული ბაზებიდან, არამედ ზემო მარნას დეპარტამენტში მდებარე სენ-დიზიეს ბაზიდან გააკეთებს“, - წერს გამოცემა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით რუსეთი გააფრთხილა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ის სირიის მიმართულებით რაკეტებს გაუშვებს. თეთრი სახლის ლიდერს კრემლი უკვე გამოეხმაურა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, "ჭკვიანი" რაკეტები, რომლებზეც ტრამპი საუბრობს, "ტერორისტების მისამართით უნდა გაუშვან". შეგახსენებთ, რომ 8 აპრილს სირიის სახელისუფლო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაში ტოქსიკური გაზი გამოიყენეს, რასაც ქალაქ დუმაში 70-მდე ადამიანი ემსხვერპლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებს, ოფიციალური მოსკოვი კი ბრალდებებს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)