|
2018-04-11 13:20:53, 1861 ნახვა
ეკონომიკა
აჭარის ტურისტული პროდუქტები მინკის საერთაშორისო გამოფენაზე
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მინსკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „LEISURE 2018” მიიღო მონაწილეობა. აჭარის ტურისტული პროდუქტები დეპარტამენტმა გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა, სადაც ქვეყნისა და რეგიონის შესახებ ვიზიტორებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება 4 დღის განმავლობაში შეეძლოთ. გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები ბელარუსიის ტურიზმის სამინისტროს, ტურისტული და სარეკლამო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართეს. საქართველო ბელარუსიისთვის ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანაა, სადაც ბელარუსი მოგზაურების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. „ჩვენ ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ ბევრი მიმართულებით, მათ შორისაა ტურიზმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის კუთხით ბელარუსში დაგეგმილი სარეკლამო აქტივობები, რადგან პოტენციურ ტურისტებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობას ბევრი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება კიდეც ბელარუსი მოგზაურების რაოდენობა. მაგალითად, გასულ წელს საქართველოს 47,988 ბელარუსი სტუმრობდა, რაც 29%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს. აჭარის ტურისტული პოტენციალის რეკლამირების მიზნით უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ რეიტინგულ მედიასაშუალებებთან და ტურისტულ კომპანიებთან ბელარუსში და ბუნებრივია, წელსაც ჩვენი პოტენციური ტურისტები ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების შესახებ,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული სააგენტოები მონაწილეობდნენ. მიმდინარე წლის ბოლომდე აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ჯამში 25 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაიცნობენ.
(NS)
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)