06:29 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 10:42:34, 1458 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი საჯარო სკოლებში - „ჩვენი ჯარი“ დაიწყო

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებით ლექციებს წაიკითხავენ. თავდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან ერთად მასშტაბური პროექტის - „ჩვენი ჯარი“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ეტაპობრივად შეხვდებიან და საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, საერთაშორისო მისიებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდიან.

„ჩვენი ჯარის“ პრეზენტაცია თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

პროექტი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. ლევან იზორიამ პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა და მოსწავლეების კითხვებს უპასუხა. მოზარდებს სიტყვით მიმართეს განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და შეარაღებული ძალების გენარალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც. პრეზენტაცია კითხვა-პასუხის ფორმატით დასრულდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics