10:24 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 13:23:26, 453 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი სტამბოლში აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დღეს,   აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვის  მიზნით, სტამბოლში გაემგზავრნენ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო წითელი ჯვრის ეგიდით,  2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხებს შეისწავლის.

დღემდე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან 7 შეხვედრა გაიმართა.

ამასთან, მათივე ცნობით, შეხვედრას წინ უძღოდა  სამუშაოები, როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე, რომლის დროსაც 10-ზე მეტი სამარხი იქნა იდენტიფიცირებული. 

„მოლაპარაკების შედეგად, 2014 წლის გაზაფხულზე  არგენტინელი ექსპერტ-ანთროპოლოგების  მონაწილეობით განხორციელდა  ბაბუშერას სასაფლაოზე ძმათა სამარხის ექსჰუმაცია.  იდენტიფიცირების მიზნით,  30 ნეშტი  გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  დნმ-პროფილები და დაღუპლთა ოჯახების ბიოლოგიური მასალები იდენტიფიცირებისათვის ზაგრების ლაბორატორიაში გადაიგზავნა.

ამ ეტაპზე უკვე იდენტიფიცირებულია 9 ნეშტი.  ვასიკო წიკლაური, ნუკრი წიკლაური,თემურ ზალდასტანიშვილი, ზურაბ ზალდასტანიშვილი, გიორგი  ჩარგეიშვილი,  მალხაზ ფირანიშვილი,    ზურაბ  მელიშიანი, რუსუდან  ჩხეტიანი  და   კახა  აბულიძე დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები 25 მაისს დასრულდება“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics