06:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-10 12:14:05, 1409 ნახვა

საზოგადოება
მიმდინარე კვირაში დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვისა და გამწვანების სამუშაოები დაიწყება

მიმდინარე კვირაში დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორეცხვისა და გამწვანების სამუშაოები დაიწყება.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა და მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს პროცესის კონტროლი დაავალა.

გარდა ამისა, თბილისის მერმა დავალება მისცა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორს, ლევან ჯღარკავას დასუფთავების მასშტაბური სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.

„დავიწყოთ ცენტრალური ქუჩებით და გადავიდეთ ყველა რაიონში. ჩვენი ქალაქი უნდა იყოს ყველაზე სუფთა. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც  აგვიბამს მხარს და შემოგვიერთდება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ, სხვლა-ფორმირების სამუშაოები ისე დაგეგმოთ, რომ მოძრაობა არ შევაფერხოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics