|
2018-04-10 10:59:11, 1305 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საამიროების ეკონომიკის მინისტრს, სულთან ბინ საეედ ალ მანსურის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ის პროგრესი, რომელიც არსებობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო და ტურიზმის სფეროებში. კერძოდ, 2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა საამიროებთან 14 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, ექსპორტმა 25 პროცენტით მოიმატა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სავაჭრო ბრუნვის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის დაჩქარდეს ეკონომიკური ხელშეკრულების გაფორმება და სამთავრობოთაშორისი კომისიის შექმნა. შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში კომერციული ატააშეების ინსტიტუტის შემოღების შესახებ. კერძოდ, იმ 6 პრიორიტეტულ ქვეყანას შორის, სადაც კომერციული ატაშეები დაინიშნებიან, არაბთა გაერთიანებული საამიროებია. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც არსებობს საქართველოსა და საამიროებს შორის ტურიზმის სფეროში. 2018 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 7 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. აღინიშნა, რომ ტურისტების ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირმა ფრენებმა ქვეყნებს შორის. საამიროებიდან საქართველოში ორი ავიაკომპანია ასრულებს რეგულარულ რეისებს, მათ შორის, „ფლაი დუბაი" კვირაში 21 სიხშირითა და „ეარ არაბია" კვირაში 7 სიხშირით. აღნიშნულმა ავიაკომპანიებმა 2018 წლის ორ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26 პროცენტით მეტი მგზავრი გადაიყვანა. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდაც გააგრძელებენ თანამშრომლობას პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელთა მიზანიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების დაახლოება იქნება. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, კომპანია „ანაკლია სიტის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი და საქართველოს ელჩი ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში როლანდ ბერიძე.
(NS)
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
კობახიძე - გვქონდა საინტერესო საუბრები ევროპელ ლიდერებთან
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)