2018-04-09 21:31:19, 1504 ნახვა
საზოგადოება
პოლიცია თბილისისკენ მოძრავი საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, დასავლეთიდან თბილისისკენ მოძრავი საავტომობილო ნაკადის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
ამ დროისთვის, საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია: თბილის-სენაკი-ლესელიძის 27-ე კილომეტრეზე (აღნიშნულ მონაკვეთზე სტეფანწმინდიდან და დასაველთ საქართველოდან მომავალი ნაკადები ერთამენეთს უერთდება); თბილისი-სენაკი-ლესელიძის 135-დან 130-ე კილომეტრამტე (კერძოდ, ქალაქ ხაშურთან და დაბა სურამთან).
ასევე შეფერხებულია მოძრაობა კახეთიდან თბილისის მიმართულებით.
მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.
ავტორი: ,