|
2018-04-06 20:03:09, 2060 ნახვა
სამართალი
აქციის 5 მონაწილე წვრილმანი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აუდიტორია 115“ -ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 მონაწილე გულიგნობისა და დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. "მიმდინარე წლის 5 აპრილს, „აუდიტორია 115“ -ის მიერ ორგანიზებული აქციის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქციის 5 წევრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. აქციის მონაწილეებმა ი. ჭავჭავაძის გამზირიდან შ.რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მათ საავტომობილო გზის გადაკეტვა მოისურვეს. მიუხედავად პოლიციის მოწოდებისა შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და არ შეეფერხებინათ ავტომანქანების გადაადგილება, ისინი არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 5 პირი: 1992 წელს დაბადებული ც. ც., 1991. წელს დაბადებული კ. გ., 1993 წელს დაბადებული გ. ჟ ს. 1995 წელს დაბადებული ვ. ჩ და 1993 წელს დაბადებული კ. ა. წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)