|
2018-04-06 11:22:55, 2002 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული
„ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გამოიძებნოს შესაძლებლობები ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა. მან მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს სავაჭრო, განათლების და ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის მიმართულებით. „საქართველოს მთავრობას აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება აღებული, რომელსაც ყოველგვარი ბარიერების მიუხედავად ძალიან მიზანმიმართულად ახორციელებს - კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას მრავალი მიმართულება აქვს. პირველ რიგში საჭიროა, რომ რუსეთმა მოახდინოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ხელი არ შეუშალოს და მისცეს საშუალება საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შედგეს რეალური შერიგების პროცესი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთის კეთილ ნებაზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული და ვერ დაველოდებით მის ნაბიჯებს. ჩვენის მხრივ, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გამოიძებნოს ხიდები, გამოიძებნოს შესაძლებლობები ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებთან შერიგების ახალი შესაძლებლობების გაჩენისთვის. სწორედ ამის გამო, პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები. ეს არის დიდი პაკეტი, რომელიც გულისხმობს ახალ სავაჭრო შესაძლებლობებს, გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს განათლების მიმართულებით და ასევე ახალ შესაძლებლობებს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობის მიმართულებით და გადაადგილების მიმართულებით. ეს ვფქირობთ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს, არიან ოკუპაციის წნეხის ქვეშ და შეზღუდული აქვთ ბევრი შესაძლებლობა სწორედ ამ ოკუპაციის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიების მაქსიმალურ იზოლაციას ახდენს, ეს გამოხატულია, თუნდაც გადასასვლელების დახურვით საოკუპაციო ხაზზე თუ სხვა შეზღუდვებით, რომელიც უწესდებათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ გვინდა, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი რათა ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღონ ახალი შესაძლებლობები, რაც გააჩენს მეტ ნდობას და გააჩენს შესაძლებლობებს მათი შერიგებისთვის და ახალი ნაბიჯებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)