12:16 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-21 12:29:35, 757 ნახვა

ეკონომიკა
არჩილ მესტვირიშვილი: არსებულ შოკებზე რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი გვაქვს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვირიშვილი ბანკის მიერ გატარებული  მონეტარული პოლიტიკით კმაყოფილია.

როგორც მესტვირიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ეროვნულ ბანკს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და არსებულ შოკებზე საუკეთესო პასუხი აქვს.

"ჩვენ მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკით მე თვითონ კმაყოფილი ვარ და ამაზე შეგვიძლია ამ დარგის არა მიკერძოებულ ექსპერტებს ვკითხოთ. ჩვენ საერთაშორისო ორგანიაზციებს თუ  ვკითხავთ, შეიძლება დაგიდასტუროთ, რომ რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო მონეტარული პოლიტიკა და რეგიონში გვაქვს  ერთ-ერთი საუკეთესო პასუხი არსებულ შოკებზე.ეს არ არის დიდი შეღავათი იმისათვის, ვისაც სესხი აქვს  დოლარით აღებული და ლარით აქვს შემოსავალი. მას ეს თემები საერთოდ არ აინტერესებს. ამიტომ, ჩვენი, თქვენი და მთავრობის ერთობლივი ღონისძიებებით უნდა იყოს ამ პრობლემებზე შესაბამისი რეაგირება. რაც შეეხება თვითონ მომეტარული პოლიტიკის მიერ რეაგირებას, ჩვენი აზრით, 2014 -შიც და აქამდეც  გაკეთდა მაქსიმალური, რაც შეიძლება გაკეთებულიყო",-განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics