|
2018-04-05 13:37:41, 1500 ნახვა
სამართალი
პროკურორი: მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც სისხლი აღმოჩნდა, არაერთხელ დაადასტურა, რომ გარდაცვლილთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის განცხადებით, მოწმემ, რომლის ტანსაცმელზეც ერთ-ერთი გარდაცვლილის სისხლი აღმოჩნდა, სასამართლოში არა ერთხელ დაადასტურა, რომ მას გარდაცვლილთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა. პროკურორის თქმით, ინფორმაციის გავრცელება, რომლის თანახმადაც მოწმეს გარდაცვლილთან კონტაქტი არ ჰქონია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - მოწმემ, რომლის ტანსაცმელზევ ამოვიდა ერთ-ერთი გარდაცვლილის, დნმ-ის შემადგენლობა, ანუ სისხლი, მას უშუალოდ, პირადად კონტაქტი ჰქონდა ამ გარდაცვლილთან. რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ მას არ ჰქონია კონტაქტი გარდაცვლილთან, ეს რეალობას არ შეესაბამება. ეს არის საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების მცდელობა", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ. შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)