2018-04-05 13:00:49, 3019 ნახვა
საზოგადოება
15 თვის განმავლობაში ტყიბულის მაღაროებში 11 ადამიანი დაიღუპა
2017 წლის იანვრიდან დღემდე ტყიბულის მაღაროებში, სულ 11 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროფესიული კავშირების გაერთიანებაში განუცხადეს.
ამასთან, როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, 2018 წლის გასულ 3 თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად (სხვადასხვა სფეროებში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე 18 ადამიანი გარდაიცვალა, 12 კი, მძიმედ დაშავდა.
მათივე ცნობით, 2017 წელს უბედური შემთხვევის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 66 დაშავდა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, გამთენიისას, ჭერის ჩამოშლის შედეგად 6 მუშა დაიღუპა. რამდენიმე ადამიანმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
ავტორი: ,