02:22 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 15:40:54, 1085 ნახვა

საზოგადოება
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე პირველ მუსიკალურ ფესტივალს იწყებს. ამასთან დაკავშირებით, დღეს, პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელზეც მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ და ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ფესტივალის ორგანიზატორებთან ერთად დეტალებზე ისაუბრეს.  

ფესტივალის მიზანია ხელი შეეწყოს ახალ თაობაში სახელოვნებო დარგების და კერძოდ, სასიმღერო ხელოვნების განვითარებას, მუსიკალური რეპერტუარის მუდმივ განახლებას, ქართული სასიმღერო ნაწარმოებების შექმნას და თანამედროვე ქართული სიმღერის პოპულარიზაციას. 

გარდა ამისა, ფესტივალის იდეაა თანამედროვე კომპოზიტორებისა და პოეტების მოზიდვა ახალი საბავშვო სიმღერების შესაქმნელად, რადგან ტრადიციულად, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  მუსიკალური კოლექტივებისათვის ყოველთვის იქმნებოდა თანადროული საბავშვო და ახალგაზრდული  მუსიკალური ნაწარმოებები.

„იმედი მაქვს, რომ შემოგვიერთდება ძალიან ბევრი კომპოზიტორი და პოეტი, რომლებიც შექმნიან ახალ, ქართულ საბავშვო რეპერტუარს, რადგან დღესდღეობით ძალიან მწირია ეს რეპერტუარი. ვიმედოვნებ, რომ ის, რაც ახლა შეიქმნება, მომავალ თაობებს დარჩება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. 
  
ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ  სიმღერის (მუსიკის ან/და ლექსის) ავტორებს ასაკის შეუზღუდავად. ფესტივალის დებულების შესაბამისად, მონაწილემ უნდა  წარმოადგინოს   ახალგაზრდულ და საბავშვო თემატიკაზე შექმნილი სასიმღერო ნაწარმოები. მონაწილე ავტორების მიერ წარმოდგენილ ახალ სიმღერებს შეასრულებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების სხვადასხვა სოლისტები, ჯგუფები და მუსიკალური ანსამბლები. 

სასახლის პირველი მუსიკალური ფესტივალის ფინალი  - გალა კონცერტი  და გამარჯვებულთა დაჯილდოება შემოდგომაზე გაიმართება.  

მუსიკალურ  ფესტივალში  მონაწილეობის მსურველებისათვის საბუთების მიღება დაიწყებულია. განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით.

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მუსიკალური ფესტივალი 2018 წელს პირველად ჩატარდება და ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics