|
2018-04-04 14:07:19, 1469 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებულებს 6 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.ს. და კ.ს. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 1 ივლისს, დაახლოებით 05:00 საათზე, განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.ს. და გ.ს. კასპის რაიონის სოფელ აღაიანში თავს დაესხნენ ო.ჩ.-ს, რა დროსაც გ.ს.-მ ყელზე დანა დაადო, ხოლო კ.ს.-მ ყელზე ხელები მოუჭირა და სახეში დაარტყა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობის მუქარით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ო.ჩ.-ს კუთვნილ თანხას 170 ლარის ოდენობით, 1200 ლარად ღირებულ „Huawei p9"-ის ფირმის მობილურ ტელეფონს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა გ.ს. და კ.ს. 2017 წლის 1 ივლისს ქ.თბილისში, სოფელ დიღომში დააკავეს. გ.ს. ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო კ.ს.-ს ასევე 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ს. და კ.ს. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად გ.ს-ს 6 წლით, ხოლო კ.ს.-ს განაჩენთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 10 წლით განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)