17:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-04 08:28:39, 1871 ნახვა

მსოფლიო
Youtube-ის ოფისზე თავდამსხმელი ქალი ლიკვიდირებულია

კალიფორნიაში YouTube-ის შტაბბინაში სროლებში ეჭვმიტანილი ქალი ლიკვიდირებულია. 

ABCnews-ის  ცნობით, სროლების შედეგად ოთხი ადამიანი დაჭრილი, ერთი კი შენობაში გარდაიცვალა. პოლიციის ინფორმაციის დაჭრილები საავადმყოფოში გადიყვანეს. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღით თავი მოიკლა.
სამართალდამცავები თავდამსხმელის ვინაობას  ამ დრომდე არ ასახელებენ. პოლიციელები არც თავდასხმის მოტივზე საუბრობენ, თუმცა, მედიის ცნობით, თავდამსხმელი ქალი,  ნასიმ აგდამია, რომელიც მანამდე რივერსაიდსა და სან დიეგოში ცხოვრობდა.

შეტყობინება თავდასხმის შესახებ 911-ზე დღის 12:46 საათზე შევიდა.  დაახლოებით ერთ საათში შენობიდან ევაკუაცია დასრულდა. 

სამართალდამცველებს გაწეული და მიმდინარე სამუშაოებისთვის, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლობა გადაუხადა. 

„მომაწოდეს ინფორმაცია კალიფორნიაში YouTube-ის შტაბბინაში მომხდარი სროლების შესახებ. ჩვენი აზრები და ლოცვები მათთანაა, ვისაც შეეხო ეს ინციდენტი“, - განაცხადა  ტრამპმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics