08:41 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 19:42:48, 418 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას მიუსამძიმრა

საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ბაქოში, 19 მაისს მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა.

გენერალ-პოლკოვნიკმა ჰასანოვმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საუბრის დროს მინისტრებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე ისაუბრეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრული დამოკიდებულების და წარმატებული ურთიერთობების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

საუბრის დასასრულს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც 26-28 ივნისს ბათუმში გაიმართება. გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვამა კი, თინათინ ხიდაშელი ივლისში, ბაქოში დაგეგმილ ოლიმპიადაზე მიიწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics