17:56 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-02 10:45:38, 2111 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: ბენიამინ ნეთანიაჰუ ტერორისტია, ისრაელი კი, ტერორისტული სახელმწიფო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, საკუთარი პარტიის ყრილობაზე, ღაზას სექტორში რადენიმე დღის წინ მომხდარი დაპირისპირების შესახებ საუბრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ გააკრიტიკა.

მან ნეთანიაჰუს „ტერორისტი“, ისრაელს კი, „ტერორისტული სახელმწიფო“ უწოდა.

თურქეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას ისრაელის პრემიერი უკვე გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, თურქეთს უფლება არ აქვს, ისრაელს ჭკუა ასწავლოს.

„მსოფლიოში ყველაზე მორალურ არმიას ჭკუას არ ასწავლის ის, ვინც წლების განმავლობაში განურჩევლად ბომბავს მოსახლეობას. როგორც ჩანს, ანკარაში პირველ აპრილს ასე აღნიშნავენ, ის, ვინც ჩრდილოეთ კვიპროსის ოკუპაციას ახდენს, ქურთების რეგიონში იჭრება და აფრინში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს, მორალზე და ღირებულებებზე ჭკუას არ უნდა გვასწავლიდეს“,- განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ 30 მარტს რამდენიმე ათასმა პალესტინელმა ღაზას სექტორსა და ისრაელს შორის საზღვრთან დემოსტრაცია მოაწყო, რაც შემდგომში  არეულობაში გადაიზარდა. მომხდარის შედეგად 16 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებით, მოკლული პალესტინელიდან სულ მცირე 10 ტერორისტული დაჯგუფებების წევრი იყო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics