17:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-31 14:47:50, 2626 ნახვა

მსოფლიო
ოკუპირებული აფხაზეთი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანას კრძალავს

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საზღვარზე კარანტინს აწესებს და ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მცენარეული პროდუქციის შეტანას კრძალავს, - ამის შესახებ Apsny იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კარანტინის დაწესების მიზეზად აზიური ფაროსანა სახელდება.

მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო სახელმწიფო ინსპექციამ მიიღო, რომელიც კარანტინის საკითხებს კურირებს. აღნიშნული კარანტინი დღეიდან ამოქმედდა.

"ვინაიდან აღნიშნული მწერი სწრაფად ვრცელდება და ითვისებს არეალს, მისი გამრავლების შემთხვევაში აფხაზეთის რესპუბლიკას მილიარდობით რუბლის ზარალი შეიძლება მიადგეს. აღნიშნულის გამო, ფაროსანას შემოსევის პრევენციისთვის 31 მარტიდან საზღვარზე კარანტინი გამოცხადდება და საქართველოს ტერიტორიიდან ნებისმიერი სახის მცენარეული პროდუქციის შეტანა აიკრძალება", - აცხადებენ დე-ფაქტო უწყებაში.

მათი თქმით, საქართველოდან გადასული მოქალაქეების ბარგში აზიური ფაროსანა არაერთხელ აღმოაჩინეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics