|
2018-03-30 12:06:53, 3721 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ მჟავანაძე: ართვინში გამართული ანტიქართული ღონისძიებების გამო, თურქეთის ელჩმა საგარეო უწყებას ახსნა-განმარტებები მისცა
,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ართვინში გამართული ანტიქართული ღონისძიებების გამო, თურქეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახსნა - განმარტებები მისცა. მჟავანაძის თქმით, 26 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ,,უფლებადამცველთა გაერთიანებას’’ წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია: ,, თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 22 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგინთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 7 მარტს ქ. ართვინის ე.წ. გათავისუფლების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საკითხს. ელჩის განცხადებით, უკვე მოხდა ოფიციალური ანკარას, ასევე ართვინის გუბერნიის ადგილობრივი თვითმართველობის ინფორმირებააღნიშნულთან დაკავშირებით. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთისთვის გასაგებია მოცემულ საკითხისადმი საქართველოს მხარის და საზოგადოების სენსიტიური დამოკიდებულება, მხარეები შეთანხმდენენ გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა ორი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით მგრძობიარე საკითხებზე“ ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, იმედი აქვს, თურქული მხარე სწორ დასკვნებს გამოიტანს მომხდარიდან კვლავაც არ გააგრძელებს ანტიქართულ და არამეგობრულ ქმედებებს. შეგახსენებთ, ნიკოლოზ მჟავანაძემ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ 7 მარტს თურქეთში, ართვინში, ქართველი ოკუპანტებისგან ქალაქის გათავისუფლების 97-ე წლისთავი აღნიშნეს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)