16:42 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 17:29:51, 1974 ნახვა

პოლიტიკა
საოკუპაციო რეჟიმი: ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები გამოიყენა, რომ სამხრეთ ოსეთი ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა

ქართულმა მხარემ ჟენევის დისკუსიები იმისათვის გამოიყენა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში დაედანაშაულებინა, - ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლების განცხადებაშია ნათქვამი.

ინფორმაციას "სპუტნიკ ოსეტია" ავრცელებს.

განცხადების თანახმად, უსაფრთხოების საკითხების განხილვისას ქართული მხარე შეეცადა ტატუნაშვილის სიკვდილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ „დემაგოგიური ბრალდებებისთვის“ გამოეყენებინა.

„სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ არგუმენტირებული პოზიცია წარადგინა ამ ბრალდებების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მიუღებელია ტატუნაშვილის სიკვდილის გამოყენება უხეში პოლიტიკური პროვოკაციებისთვის, რომელსაც ქართული მხარე ახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics