15:25 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-29 15:29:42, 1771 ნახვა

კომენტარი
ხულორდავა რუსი დიპლომატის გაძევებაზე: ამით გამოვხატეთ თანადგომა ცივილური საერთაშორისო საზოგადოების მიმართ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევებას დადებითად აფასებს.

როგორც ხულორდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება სოლიდარობის გამომხატველი აქტია.

"ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი გვაქვს, იმ ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებმაც ახლა მიიღეს დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება. ამ აქტით ჩვენ გამოვხატეთ კიდევ ერთხელ მხარდაჭერა, თანადგომა და ერთსულოვნება ცივილური საერთაშორისო საზოგადოების მიმართ“, - განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, სკრიპალის საქმისგამო, საქართველო რუს დიპლომატს აძევებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics