|
2018-03-28 21:51:09, 2071 ნახვა
სამართალი
13 წლის მოზარდს, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, შესაძლოა, თვალზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს
13 წლის მოზარდს, რომელსაც დღეს 22 წლის მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში თავს დაესხა, შესაძლოა, თვალზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა ოთარ რუსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, პაციენტს თვალზე და გულ-მკერდის არეში სისხლნაჟღენთები აღენიშნება და მხედველობა უჭირს. „მიყენებული აქვს ბლაგვი ტრავმა თვალების არეში, იყო ხრჩობა, თავის ტრავმა. ჩვენთან მოყვანისას ბავშვი იყო კონტაქტური. მხედველობა უჭირდა. ჩაუტარდა კვლევები და ჩვენი კლინიკური დიაგნოზი ამჟამად არის ტვინის შერყევა. ამჟამად პაციენტს არც ნეიროქირურგიული და არც აბდომინური ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება. საკვლევად რჩება მხოლოდ თვალი. კონსულტანტი შეაფასებს თვალის მდგომარეობას და გადაწყვეტს, სჭირდება თუ არა ქირურგიული ჩარევა. ორივე თვალიდან აქვს სისხლნარევი გამონადენი. ასევე გულ-მკერდის მარჯვენა მხარეს სისხლნაჟღენთებია“, – განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დააკავეს. „112 - ში შევიდა შეტყობინება, რომ არასრულწლოვან ბიჭს დახმარება სჭირდებოდა. საპატრულო ეკიპაჟი დაუყოვნებლივ გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე. პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ 2004 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ადგილზე დააკავა. გამოძიების ფარგლებში დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. თავდამსხმელს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)