16:43 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 20:44:59, 1721 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას არ გამორიცხავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ჟენევის დისკუსიების ფორმატის რეფორმირებას არ გამორიცხავს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჟენევის დისკუსიების 43-ე რაუნდის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„აქ სავარაუდოდ ივნისში შევხვდებით და შესაძლოა, ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ განვახორციელოთ ჟენევის დისკუსიების მუშაობის რეფორმირება, რათა შევწყვიტოთ რაღაც ტექსტების განხილვა. შესაძლოა, ვისაუბროთ რამე კონკრეტულ პროექტებზე, ურთიერთობების გეგმებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, მოსახლეობას შორის. მოკლედ, ამ ორი თვის განმავლობაში უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა კარასინმა

რაც შეეხება ჟენევის დისკუსიებში ჩართვასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებას, კარასინმა აღნიშნა, რომ ამაზე რუსულ მხარეს ჯერ არ უფიქრია.

„ჩვენ ამაზე ჯერ არ გვიფიქრია. ვფიქრობთ, იქნებ ჟენევის დისკუსიების რეფორმაზე დავფიქრდეთ, რადგან ძალიან ბევრს ვერ ვაღწევთ აქ. კარგია, რომ ადამიანები ჩამოდიან და ურთიერთობენ, ეს უკვე არის სტაბილურობის ფაქტორი“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics