14:09 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 14:35:48, 1569 ნახვა

კომენტარი
ომბუდსმენი: სექსუალურ შევიწროებაზე აპარატში არსებული საქმეები თანამდებობის პირებს არ ეხება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებზე აპარატში მიმდინარე საქმის წარმოებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

როგორც ლომჯარია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატში განხორციელდა რამდენიმე მომართვა სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევებთან დაკავშირებით.

"ვინაიდან კითხვები და ეჭვები გაჩნდა, მსურს განვმარტო რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარე საქმისწარმოების ფარგლებში არსებული არცერთი შემთხვევა არ შეეხება მოქმედ ან/და ყოფილ თანამდებობის პირებს. გამომდინარე იქიდან, რომ სავარაუდო მსხვერპლთა სამართლებრივ დახმარებას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მათივე ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველთან იგეგმება სხვა შემთხვევების განსახილველად წარმოდგენა", - წერს ომბუდსმენი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics