20:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 13:19:14, 1406 ნახვა

კომენტარი
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრი ტატუნაშვილზე: ვერ ვიტყვი აწამეს თუ მოკლეს - ამას ოსური მხარე გასცემს პასუხს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს, „ინციდენტი“ უწოდა.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის დროს ტატუნაშვილის საკითხსაც განიხილავენ. მანვე დასძინა, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლობა თავის ხედვას წარმოადგენს.

"ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოდით, ვისაუბროთ, როგორც ინციდენტზე. განვიხილავთ ამ საკითხსაც. ცხადია, რომ საქართველო ამ საკითხს დააყენებს და ოსური მხარეც გასცემს პასუხს. ვერ გავაკეთებ კომენტარს - აწამეს თუ მოკლეს. ოსური მხარე წარმოადგენს თავის ხედვას და დასკვნასაც გამოვიტანთ“, - განაცხადა დაურ კოვემ.

დე-ფაქტო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაზე ყველა მხარემ უნდა იმუშაოს.

მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიებში მხარეებად მხოლოდ საქართველო და რუსეთი არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი.

„მთავარი საკითხი ზეპირი განცხადების მიღებაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასე, რომ შევხედავთ, მხარეები რამდენად მზად იქნებიან ტექსტის განსახილველად. იქ ორი მხარე - საქართველო და რუსეთი არ არის. ეს არასწორი მიდგომაა. განცხადების მონაწილე მხარეები არიან საქართველოც, რუსეთიც, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, ჯერ საჭიროა, ზეპირად მივიღოთ განცხადება ყველა მხარემ“,- აღნიშნა კოვემ.

ცნობისთვის, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მეორე დღეა გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics