20:01 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 12:39:05, 691 ნახვა

რეგიონი
ხეხილის ბაღები გურიაში - „მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ გახორციელებულა“

მსხალი, ვაშლი, გარგარი, ჟოლო - ხეხილის და კენკრის ეს კულტურები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყონაგორაში თითქმის 60 ჰეტქარზე შპს "ჯეონათს კომპანიმ" გაააშენა, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენიგიორგი ჩხაიძეა. 

ამ ტიპის და მოცულობის ხეხილის ბაღი, რომლის გაშენებაში მილიონ ნახევრის ლარის ინვესტიცია უკვე ჩაიდო საქართველოში ერთადერთია.

კომპანიის  დირექტორის რევაზ ჩიტიძის თქმით პრეოქტის ჯამური ღირებულება სამ მილიონ ლარს შეადგეს და იგი 2019 წლისთვის დასრულდება:

"ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენდა ვაშლის, მსხლის, ჟოლოს, გარგარის ინტენსიური ბაღი. იგეგმება ჟოლოს პლანტაციის გაშენება 30 ჰექტარზე. პარალელურად მიმდინარეობს დარჩენილი ტერიტორიების გაკულტურება. ასევე, იგეგმება გადამამუშავებელი და სამაცივრე საწარმოების მშენებლობა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რევაზ ჩიტიძემ.

მისივე თქმით ამ ეტაპზე 20 ადგილორბივია დასაქმებული, თუმცა პროექტის სრულად გახორციელების შემდეგ კიდევ 50 ადამიანი დასაქმდება. ჩიტიძის ინფორმაციით, კომპანია სარგებლობს შეღავათიანი აგროკრედიტით და მონაწილეობს პროგრამაში „დანერგე მომავალი“.

ხეხილის ბაღები გუშინ გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა მოინახულეს.

მერაბ ჭანუყვაძის თქმით, კონკრეტულ სფეროში მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში ამ დრომდე არ გახორციელებულა: 

 „მინდა აღვნიშნო, რომ კონკრეტულ სფეროში მსგავსი მოცულობის ინვესტიცია ჩვენს რეგიონში არ გახორციელებულა და დარწმუნებული ვარ, სანერგე მეურნეობას ექნება მნიშვნელოვანი ადგილი რეგიონის განვითარებისთვის.

დღეს, ამ მიმართულების განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. სახელმწიფო მუდმივად ეხმარება მეწარმეებს და ბიზნესმენებს, რათა მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას“, - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.

როგორც კომპანიაში გვითხრეს, გარდა ხეხილის ბაღებისა, მალე ლანჩხუთში სათევზე მეურნეობა გაშენდება, რომელშიც 30 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება და სადაც 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics