20:52 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 12:16:27, 1240 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: როდესაც რუსეთში ქართველების დაკავება დაიწყო, დასავლეთი ამას შორიდან აკვირდებოდა - ახლა მაინც მიხვდნენ, რასთან აქვთ საქმე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიოს მასშტაბით რუსი დიპლომატების გაძევებას ეხმაურება.

როგორც სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, პრეზიდენტ ტრამპისა და ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილება რუსი ჯაშუშების გაძევების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. 

"დასავლეთი იღვიძებს და სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს. 2006 წელს მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ ГРУ-ს ოფიცრების მონაწილეობა გორში მომხდარ ტერაქტში, რის შედეგადაც ადგილობრივ პოლიციაში 5 ადამიანი დაიღუპა, ჩვენ 7 რუსი ოფიცერი დავაკავეთ, რომლებსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდათ ამ ტრაგედიასთან. მაშინ ბევრმა დასავლელმა დიპლომატმა ზედმეტად აგრესიულად გამომაცხადა, ისიც კი, თქვეს, რომ გაწონასწორებული არ ვარ. ეუთო-ს მაშინდელი თავმჯდომარე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი დე გიუხტი ჟურნალისტებთან ჭორაობდა იმის თაობაზე, რომ მე ვაჭარბებ საფრთხეს და დასავლეთს არასაჭირო კონფლიქტში ვრთავ. მაშინ პუტინმა საპასუხოდ რუსეთში ქართველების მასიურად დაკავება დაიწყო და ისინი სატრანსპორტო თვითმფრინავებით საქართველოში გამოაგზავნა, დასავლეთი კი ამას შორიდან აკვირდებოდა. ახლა ყველაფერი იცვლება და მადლობა ღმერთს, რომ ახლა მაინც მიხვდა ყველა, თუ რასთან აქვთ საქმე", - განაცხადა სააკაშვილმა.

ის უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც 13 რუს დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებენ.

"რაც შეეხება პოროშენკოს გადაწყვეტილებას, ომის ოთხი წლისა და 10 ათასი უკრაინელის მკვლელობის შემდეგ პოროშენკომ ეს ჟესტი მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მოწონება დაემსახურებინა. ეს უკრაინელი ხალხის ღირსებას ამცირებს ჩვენ საქართველოში ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტეთ. მას შემდეგ, რაც პუტინი საქართველოს თავს დაესხა, ჩვენ დავხურეთ რუსეთის საელჩო და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გავწყვიტეთ", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics