|
2018-03-27 20:20:38, 1440 ნახვა
პოლიტიკა
„რესპუბლიკური პარტია“ გენდერული კვოტირების საკითხზე დეპუტატებს მიმართავს
„საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ გენდერული კვოტირების საკითხზე პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს. რესპუბლიკელები "ევროპულ საქართველოს" სთავაზობენ, თავისუფალი მანდატის პრინციპით იხელმძღვანელოს განმეორებითი კენჭისყრისას და კვოტირების დაკანონების საკითხში წვლილი შეიტანოს. ასევე, იმედოვნებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არა 2, არამედ მეტი ხმა ექნება კვოტირებას ხელახალი კენჭისყრისას. ანალოგიური წინადადებით „რესპუბლიკელები“ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატებსაც მიმართავენ: „ქალთა კვოტირების საკითხი ბოლო წლების საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. ქალთა მოძრაობის, ბევრი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისა და ცალკეული პოლიტიკოსების ძალისხმევით რეალისტური გახდა განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა სოლიდური წარმომადგენლობის მიღწევა პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საკრებულოებში. რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამართული კენჭისყრისას მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პარლამენტართა სოლიდური რაოდენობა (66 ხმა) მზადაა, მომავალ 150 მანდატიან პარლამენტში მინიმუმ 25%, ანუ 38 დეპუტატი მაინც იყოს ქალი. პრაქტიკა ადასტურებს, რომ გარკვეული რაოდენობის მაჟორიტარულ ოლქებსაც იგებენ ქალები. პარტიული სიის 50/50- ზე განაწილების შემთხვევაში, რაც შემოთავაზებული იყო ამომრჩეველთა მიერ და რასაც სულ 10 ხმა დააკლდა, მომდევნო პარლამენტში ქალთა რაოდენობა ფაქტიურად გაორმაგდება. კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის საჯარო დაპირება, რომ იგივე სულისკვეთების კანონპროექტი, როგორც დროებითი ზომა, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის წევრთა მინიმუმ 25%-ის ქალებით დაკომპლექტებას, უკვე ამ კვირაში იქნება ინიცირებული უმრავლესობის მიერ. მანვე ხაზი გაუსვა, რომ 2024 წლიდან კი, პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრთა მინიმუმ 1/3 ანუ 50 დეპუტატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. რესპუბლიკელები მივიჩნევთ, რომ ახლავეა შესაძლებელი პაკეტში კანონპროექტის მიღება - როგორც შერეული სისტემით არჩეული მომდევნო, ისე სრულად პროპორციული სისტემით არჩეული შემდგომი მოწვევის პარლამენტებისთვის. ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ არჩეული დეპუტატების პროპორციაზე და არა, ვთქვათ, მაჟორიტარულ ოლქებში მომდევნო არჩევნებისას წარდგენილი კანდიდატების პროპორციაზე - მაჟორიტარულ ოლქებიდან არჩეული დეპუტატების კვოტირების სისტემით განსაზღვრა შეუძლებელია. გენდერული კვოტირების საკითხში ჩვენ სოლიდარული ვართ ყველა იმ პოლიტიკური ძალის და მათი წარმომადგენლისა პარლამენტში, იქნება ეს უმრავლესობის თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, ვინც მზადაა, დაუჭიროს მხარი 77 პროპორციული მანდატის 50/50-ზე პრინციპით განაწილებას. დემოკრატიულ დასავლეთში გენდერული კვოტირება პარლამენტსა და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებში ნორმაა. ბევრგან საკანონმდებლო რეგულირებაა, ზოგან კი შიდაპარტიულ კვოტირებას იყენებენ. ევროპაში დაახლოებით 200 პარტია იყენებს კვოტირებას, პრაკტიკულად ყველა წამყვანი პარტია - ზოგან 50%-იანი კვოტაა, არის 40%-იანი და 33%-იანი სისტემებიც. კვოტირებას იყენებენ როგორც ევროპის სახალხო პარტიაში (EPP) შემავალი მემარჯვენე თუ მემარჯვენე-ცენტრისტული დიდი და მომცრო, სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიები (მაგ., მერკელის მმართველი პარტია (CDU) შიდაპარტიულ კვოტირებას იყენებს), ისე ევროპელი ლიბერალებისად და დემოკრატების ალიანსი (ALDE), სოციალისტები, მწვანეები. ეს საყოველთაო ნორმაა არა მარტო ევროკავშირის დამფუძნებლებსა თუ ძველ წევრებში (დასავლეთი და ჩრდილოეთ ევროპა), არამედ პოსტ-ტოტალიტარულ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც (ევროკავშირის არაწევრი ბალკანური ქვეყნების ჩათვლით). რესპუბლიკურ პარტიას გენდერულ კვოტირებაზე (დეკლარირებული პროპორციებით) შესაძლო და სავარაუდო გადაწყვეტილება მიაჩნია გარღვევად ქართულ რელობაში. მოულოდნელი იყო საპარლამენტო უმცირესობის იმ დეპუტატთა უარი კვოტირებას, რომელთაგანაც ამ იდეისადმი მხარდაჭერა ხშირად მოგვისმენია. რესპუბლიკურ პარტიას ქალთა კვოტირების საკითხი დიდი ხანია მიაჩნია პოლიტიკური სპექტრის თანამშრომლობის და არა დაპირისპირების თემად. აქედან გამომდინარე, რესპუბლიკელები ვთავაზობთ "ევროპულ საქართველოს", რომელთანაც ბოლო ხანებში არაერთ ერთობლივ განცხადებაზე მოგვიწერია ხელი და თემატურად ვთანამშრომლობთ განსხვავებული, ხშირად დაპირისპირებულიც კი, პოლიტიკური ბიოგრაფიის მიუხედავად, თავისუფალი მანდატის პრინციპით იხელმძღვანელოს განმეორებითი კენჭისყრისას და შეიტანოს წვლილი კვოტირების დაკანონების საკითხში. ასევე, იმედი გვაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობის არა 2, არამედ მეტი ხმა ექნება კვოტირებას ხელახალი კენჭისყრისას. ანალოგიური წინადადებით მივმართავთ ასევე პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებსაც. ბუნებრივია, გადამწყვეტი პარლამენტის ხელმძღვანელობის და ქართული ოცნების დეპუტაციის ძალისხმევა იქნება, რასაც რესპუბლიკელები ამ კონკრეტულ უმნიშვნელოვანეს საკითხში მოველით. ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობა გენდერულ კვოტირებას. ევროპული კანონმდებლობა თუ პრაქტიკა დიდი ხანია, უკვე ასეთია. ნუ წავალთ საკუთარი მოქალაქეებისა და ევროპის წინააღმდეგ!“, - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)