2015-05-20 12:29:03, 356 ნახვა
პოლიტიკა
21-22 მაისს რიგის სამიტი გაიმართება
21-22 მაისს რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის-საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ბელორუსის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ დელეგაცასთან ერთად რიგაში დღეს მიემგზავრება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მხარდაჭერას მიიღებს საქართველო რიგის სამიტზე, თუმცა მინისტრებს მოლოდინი აქვთ, რომ საქართველოში მიღწეული პროგრესი ადეკვატურად შეფასდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან