|
2018-03-27 10:58:11, 1822 ნახვა
მსოფლიო
კემეროვოში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას და ადგილობრივი მთავრობის გადადგომას ითხოვენ (LIVE)
კემეროვოს ცენტრალურ მოედანზე, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანია შეკრებილი. ისინი ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენას და ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ აქციის დაწყებამდე პოლიციას ცენტრალური მოედანი გადაკეტილი ჰქონდა, თუმცა მომიტინგეებმა კორდონი გაარღვიეს და საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ქალაქისა და ოლქის ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გასამართლდნენ. მომხდართან დაკავშირებით დღეს კემეროვოში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. მან ხანძრის მიზეზად დანაშაულებრივი გულგრილობა და გაუფრთხილებლობა დაასახელა. „ეს რა ხდება, ეს ხომ საომარი მოქმედებები ან მაღაროზე მეთანის ამოფრქვევა არ არის. ადამიანები ბავშვებით დასასვენებლად მივიდნენ. ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, მაგრამ რის გამო დავკარგეთ ამდენი ადამიანი? ვიღაცის დანაშაულებრივი გულგრილობისა და დოყლაპიობის გამო“, - განაცხადა პუტინმა. ამასთან, კემეროვოში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო და რეგიონის დროშები დაეშვა. შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვები არიან. 44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. პოლიციის განმარტებით, ხანძრის დროს, შენობაში სიგნალიზაცია არ ჩაირთო და დროულად არ განხორციელდა ევაკუაცია. კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)