16:42 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 10:01:30, 1327 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია: მონტენეგრო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრინციპული მხარდამჭერია

„მონტენეგროში, როგორც ნატოს ახალ წევრ ქვეყანაში, ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ ხდება ხაზგასმა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში კვლავ ძალაში რჩება“, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მონტენეგროელ კოლეგასთან პრედრაგ ბოშკოვიჩთან დღეს გამართული პირისპირ შეხვედრა. ლევან იზორია საქართველოს მხრიდან პირველი თავდაცვის მინისტრია, რომელიც მონტენეგროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

დედაქალაქ პოდგორიცაში, ვილა გორიცაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ლევან იზორიამ კოლეგას მონტენეგროს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ვიზიტი სამხედრო სფეროში სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის შესანიშნავი საშუალებაა.

ლევან იზორიამ მონტენეგროელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები და ამ მხრივ მიღწეული შედეგები გააცნო. ნატოში ინტეგრაციაზე საუბრისას მან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის შედეგად საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი ნატოს სტანდარტების შესაბამისი გახდა.

მინისტრებმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ნატოსა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე საუბარი გაფართოებულ ფორმატშიც განაგრძეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონტენეგროს პრეზიდენტს ფილიპ ვუიანოვიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს სრჯან დანმანოვიჩს შეხვდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics