|
2018-03-26 18:26:05, 1783 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და ისრაელს შორის IT მიმართულებით ერთობლივი საწარმოების შექმნა იგეგმება
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებშიექსპორტის ინსტიტუტში კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ისრაელის კომპანიებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და ქვეყნისბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი გააცნო. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილი განცხადებით, შეხვედრაზე ისრაელის კომპანიებს ქართულმა მხარემ ასევე გააცნო საქართველოსთავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები სხვა ქვეყნებთან. „ისრაელის კომპანიებს შევთავაზეთ საქართველო, როგორც პლატფორმა საწარმოების გახსნისთვის და შემდგომში საქართველოში წარმოებულიპროდუქციის გატანა იმ ქვეყნებში, ვისთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც საქართველოში იქმნება. „ამ მხრივ გვჭირდება ისრაელის გამოცდილება, რომელიც მსოფლიოში ინოვაციების მხარდამჭერი და წამყვანი ინოვაციური ქვეყანაა. ამმიმართულებით ძალიან საინტერესო იქნება თანამშრომლობა, ვინაიდან ახალგაზრდებს შევთავაზებთ სპეციალურ სასწავლო კურსებს. ასევე შეიქმნებარამდენიმე ერთობლივი საწარმო, რომლებიც IT მიმართულებით იმუშავებენ", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ამასთან, ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტში ისრაელის კომპანიებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო კიბერუსაფრთხოების მიმართულებას. ისრაელის ექსპორტის ინსტიტუტი ხელს უწყობს ისრაელის კომპანიებს საერთაშორისო ბიზნესის კეთებაში, მათ შორის სტრატეგიების შემუშავებაში, თუ როგორც შეიქმნას ერთობლივი კომპანიები და როგორ მოხდეს იმ შესაძლებლობების გამოყენება, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები ისრაელსსთავაზობენ. შეხვედრა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის ხელშეწყობით შედგა. (NS)
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)