|
2018-03-26 17:42:30, 1533 ნახვა
ეკონომიკა
ისრაელის ეკონომიკის მინისტრი: საქართველოსა და ისრაელის კარგი ურთიერთობების წყალობით, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდას შევძლებთ
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები. მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდნენ. ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა გამართულ შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა და ორ ქვეყანას შორის კარგ და ახლო მეგობრობას გაუსვა ხაზი. ელი კოენის თქმით, საქართველო და ისრაელი არა ერთმანეთის კონკურენტები, არამედ კარგი და ახლო მეგობრები არიან, რომლებიც გვერდში უდგანან ერთმანეთს. „შეხვედრაზე ჩვენ დავისახეთ სტრატეგიული მიზნები, რათა გავაძლიეროთ ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნიდან ტურისტების ნომერი სულ უფრო იზრდება, მაგრამ გვინდა, უფრო მეტი ექსპორტ-იმპორტი ვიხილოთ. ჩვენი მიზანია, ხუთ წელიწადში სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამ მიზნის მიღწევა იმ ახლო მეგობრობისა და კარგი ეკონომიკური ურთიერთობების წყალობით, რაც ჩვენს ქვეყნებს აქვთ", - განაცხადა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ელი კოენმა. ისრაელში ვიზიტის ყოფნისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავისი კოლეგა საქართველოში მოიპატიჟა. ელის კოენი, საქართველოს, სავარაუდოდ, 10 მაისს ეწვევა.
(NS)
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)