18:22 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 10:54:07, 1632 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით, მათემატიკის ოლიმპიადა „გახდი ოლიმპიელი 2018“ იწყება

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი მესამე წელია ატარებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადას.

გასულ წლებში ოლიმპიადა  „გახდი ოლიმპიელი“ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ტარდებოდა და 200 სკოლის 1700 მოსწავლე მონაწილეობდა.

წელს, ,,გახდი ოლიმპიელი - 2018"  ორ ქალაქში ტარდება.  თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

„წელს ოლიმპიადის მასშტაბი გაიზარდა და თბილისის გარდა ბათუმშიც ტარდება „გახდი ოლიმპიელი 2018".  გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სპონსორებს, მათი თანადგომის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ლიბერთი ბანკი უკვე მეორე წელია მხარში გვიდგას და გვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაში", - განაცხადა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ.

,,ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის  პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანია, მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა", – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics