|
2018-03-25 10:53:48, 1083 ნახვა
სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი მიენიჭა
25 მარტს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს. იუბილე ცენტრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სტატუსის მინიჭებითა და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის დაწყებით აღინიშნა. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმის შედეგად, სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ისტორიაში პირველად, ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი იწყება, რომელიც სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების მესამე დონეს წარმოადგენს და ბატალიონისა და ბრიგადის სერჟანტებს მოამზადებს. იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსიც. სწორედ აღნიშნულმა ტრანსფორმაციამ განაპირობა ცენტრისთვის აკადემიის სტატუსის მინიჭება, რაც დღეიდან სერჟანტს სამხედრო პროფესიულ განათლებას მისცემს და მხოლოდ წვრთნაზე აღარ იქნება ორიენტირებული. ცერემონიალზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სერჟანტთა აკადემიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ გოგნაძეს აკადემიის ახალი საბრძოლო დროშა გადასცა. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. სერჟანტები ასევე, დაჯილდოვდნენ მედლებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისთვის. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.
(NS)
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)