21:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 16:49:31, 2758 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერმა მაღაზიაში მძევლების აყვანის ფაქტს ტერაქტი უწოდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ედუარდ ფილიპის ინფორმაციით, მაღაზიაში მძევლად აყვანილი მოქალაქეების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს.

ინფორმაციას BFMTV ავრცელებს.

"ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცველებმა მაღაზიაში  მძევლად აყვანილი მოქალაქეები უნდა გაათავისუფლონ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რაც შეეხება თვოთონ ფაქტს, ადამიანების მძევლად აყვანა ეს ტერაქტია", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

სხვადასხვა მედია საშუალებების ინფორმაციით, ერთ-ერთი მძევალი მოკლულია, ხოლო კიდევ ორი დაჭრილი.

ცნობისთვის, დღეს უცნობმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ერთ-ერთ მაღაზიაში მძევლები აიყვანა. სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი იმყოფება მაღაზიაში. აღსანიშნავია, რომ მამაკაცი "ისლამური სახელმწიფოს" მიმდევარია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics