18:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 15:02:31, 1585 ნახვა

კომენტარი
ანა დოლიძე: არსებობს ნიშნები, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ იმართება

„არსებობს იმის ნიშნები,  რომ სასამართლო ხელისუფლება იმართება  ერთი კონკრეტული ჯგუფის მიერ“,-ამის შესახებ იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ საბჭოში გამართული კენჭისყრის შემდეგ განაცხადა, რომლის მეშვეობითაც  7 მოსამართლე უვადოდ გამწესდა.

„ამ ჯგუფის ძალაუფლება თავმოყრილია თავმჯდომარეების მანდატში. შესაბამისად,  ერთ-ერთი ინციატივა, რომელიც მაქვს,  არის თავმჯდომარის ინსტიტუტის ცვლილება, რადგან თუ  ამ ჯგუფს ფორმალური ბერკეტიები არ ექნება, ისინი ვერ შეძლებენ ფორმალური ბერკეტის საშუალებით მოსამართლეების მართვას“,-აღნიშნა ანა დოლიძემ.

საბჭოს კიდევ ერთი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების  დანიშვნის დროებით შეჩერების საკითხი უნდა განიხილონ:

„დახურულ სხდომაზე ჩვნემა უცხოელმა პარტნიორებმა დაყენს საკითხი და იყო რეკომენდაცია,

დროებით ხომ არ შეჩერდეს მოსამართლეების დანიშვნა იქამდე,  ვიდრე არ შეიცვლება და დაიხვეწება პროცედურები (რაშიც იგულისხმება ღია კონკურსები და არა მოსამართლეების ე.წ. გადანიშვნა, რომელიც ახორციელებს  მოსამართლის უფლებას), ვფიქრობ ეს განსახილველი საკითხია“,-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ირწმუნება, რომ იუსტიციის საბჭო კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებებს და არანაირი გავლენიანი ჯგუფები არ არსებობს:

„არანაირ გავლენიან ჯგუფებზე საუბარი არ არის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მუშობს ჩვეულ რეჟიმში, საქმიან რეჟიმში და კოლეგიურად იღებს  გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ საკითხზე“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics