18:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 14:33:21, 1349 ნახვა

კომენტარი
ონოფრიშვილი: „ენერგო პროს“-ს პასუხისმგებლობა არ იკვეთება - ძაბვის ვარდნა ჩვენს ტრასფორმატორში მოხდა

მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის ინფორმაციით, „საძელეს“ საბაგიროს ინციდენტის დროს „ენერგო პრო“-ს ქსელში ძაბვის ვარდნა არ მომხდარა.

როგორც ონოფრიშვილმა განმარტა, ძაბვის ვარდნა საბაგიროს ტრანსფორმატორში დაფიქსირდა.

მისივე თქმით, თანამშრომლების გადამზადება სისტემატიურად მიმდინარეობდა.

„რა მოხდა ამას გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება ჩვენი თანამშრომლების მომზადებას და ტრენინგს, გეტყვით, რომ დაახლოებით 30-მდე ადამიანი შემოდგომაზე იყო დოპელმაიერის სათავო ოფისში, სადაც გაიარეს ტრენინგი, აგრეთვე ჩვენ ჩამოგვყავდა რამდენჯერმე ამ წლების განმავლობაში. თითო წელიწადში ორჯერ მაინც. როდესაც ჩამოდიოდნენ ფრანგი ექსპერტები , ავსტრიელი ექსპერტები, რომლებიც უტარებდნენ ჩვენს საბაგიროს თანამშრომლებს და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ტრენინგებს. "ენერგო პროს" მის ქსელში ძაბვის ვარდნას ადგილი არ ჰქონია. ეს არის ჩვენი ქსელი, ჩვენი ტრანსფორმატორი და იქ იყო ძაბვის ვარდნა. ამიტომ ამ წუთას, "ენერგო პროს" პასუხისმგებლობა არ იკვეთება",-განაცხადა ონოფრიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics