|
2018-03-23 13:47:37, 1297 ნახვა
სამართალი
„სტერეო +“ ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებულ კომპანიას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს
კომპანია „სტერეო +“ საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ქვეყნის დამოუკიდებელი მულტიპლექს ოპერატორის ხელში ჩაგდების მიზნით, უკანონო ქმედებებს ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანია ახორციელებს. მათივე ცნობით, Chemexim International-მა სრულიად დაუსაბუთებელი სარჩელით, სასამართლოსგან „სტერეო +“-ის დამფუძნებლის დავით ზილფიმიანის მიმართ მილიონამდე ლარის დაკისრება მოითხოვა. აღნიშნული სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნიეს და არ დააკმაყოფილეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა. „2018 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართლომ, მხარეთა დასწრებისა და მათთვის შეკითხვების დასმის გარეშე, გააუქმა სასამართლოს პირველი ორი ინსტანციის გადაწყვეტილება. ახალი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დავით ბეჟუაშვილთან აფილირებული კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა, რის შემდეგაც დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემამდე (დასაბუთებული გადაწყვეტილება დღესაც არ არსებობს), გამოწერა სააღსრულებო ფურცელი და დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რასაც უნდა მოჰყვეს შპს „სტერეო +“-ში დავით ზილფიმიანის კუთვნილი წილის დაყადაღება და დავით ბეჟუაშვილის კომპანიაზე გადაფორმება. მიგვაჩნია, რომ შპს „სტერეო +“-ში 50% წილის იმ ადამიანის ხელში გადასვლა, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს არაერთხელ გამოიჩინა თავი თავისუფალ მედიასაშუალებებში წილების უკანონდ ხელში ჩაგდებით, გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს თავისუფალი მედიასივრცის განვითარებასა და დამკვიდრებას. ყველაფერი ეს ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ბეჟუაშვილს თავისი მფარველების დახმარებით, დღესაც მიუწვდება ხელი ქვეყნის მართლმსაჯულებასა და პროკურატურაზე, რითაც გრძელდება მეტად საშიში ტენდენცია დამოუკიდებელი მედიაკომუნიკაციების ხელში ჩაგდებისათვის. ამ მასობრივი უსამართლობის პირობებში, კომპანია იწყებს ბრძოლას მის ხელთ არსებული ყველა რესურსითა და საშუალებით. დახმარებისთვის მივმართავთ როგორც ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომელიც დღემდე მონდომებით უწევდა დახმარებას ქვეყნის ციფრული მაუწყებლობის განვითარებას, ასევე პარლამენტს, რათა დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინონ ამ უსამართლობაზე. ასევე თანადგომისთვის მივმართავთ ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო და დიპლომატიურ უწყებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის დამყარება. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ 2012 წლის მაისში, შპს „სტერეო+“-ის ხელში ჩაგდების მიზნით, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ დაარბია შპს „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ ოფისები, მოიპარა მათში განთავსებული სატელევიზიო და კომპიუტერული აპარატურა და დააზიანა საკომუნიკაციო ქსელები და ავეჯი. ყველაფერი ეს, ჩვენი ინფორმაციით, განხორციელდა დავით ბეჟუაშვილის დაქვემდებარებული პირების მიერ, სახელმწიფო სტრუქტურების ხელშეწყობით. 2012 წლის დეკემბერში „სტერეო+“-ისა და შპს „პირველი სტერეოს“ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო განცხადებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურორს. მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები და შეკრებილი იქნა წერილობითი მტკიცებულებები, დღემდე არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი არცერთი პირი, რაც გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ დამნაშავეებმა შეძლეს საერთო ენის გამონახვა იმ პირებთან, ვისაც კანონით ევალება დანაშაულის ფაქტის გამოძიება, დანაშაულის ჩამდენი პირების გამოვლენა და მათთვის ბრალდების წაყენება“,-აღნიშნავენ შპს „სტერეო +“-ის დირექტორი და დამფუძნებელი პარტნიორები.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)