18:00 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 12:55:23, 1395 ნახვა

კომენტარი
სანდრო ბრეგაძე: „რუსთავი2“-თან ძალადობას ადგილი არ ჰქონია

თბილისის საქალაქო სასამართლო „რუსთავი2“-თან  განვითარებულ მოვლენებში  მონაწილე „ქართული მარშის“ წარმომადგენლებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს.

პროკურატუა ექვსივე მათგანისთვის  პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საფუძველს ვერ ხედავს. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ. იგი ფიქრობს, რომ „რუსთავი2“-თან ძალადობის ფაქტი არ მომხდარა:

„იმ ქვეყანაში,სადაც თანამდებობის პირებისთვის გინება ჩვეულებრივი ამბავია და პარლამენტის, თუ საკრებულოს სხდომებზე ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ, ვფიქრობ, აბსოლუტურად უსამართლო იქნება, რომ 6 ახალგაზრდას შეეფარდოს პატიმრობა. თუ გინებისთვის ამ ახალგაზრდებს შეეფარდებათ პატიმრობა, მაშინ უმაღლესი თანამდებობის პირები კარგა ხნის დაპატიმრებულები უნდა იყვნენ, თმის ღერიც არ ჩამოვარდნია არც ბატონ გიორგი გაბუნიას, არც მის თანხმლებ პირს“,-აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე-ნახა თუ არა მან დავით ერაძის კადრები, სადაც ჩანს, რომ  ერაძე დაშავებულია, უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში გაბუნიაზე საუბრობს.

„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დაშავდება, რა თქმა უნდა, რაღაცას ნიშნავს.ადამიანი, ვისთანაც ჰქონდათ პრეტენზია, იყო გიორგი გაბუნია და არა მისი თანხმლები პირი.დაშავებულები არიან „ქართული მარშის“ წევრებიც. ვფიქრობ, „რუსთავი2“-თან ძალადობას არ ჰქონდა ადგილი, ჰქონდა ადგილი სამწუხარო ინციდენტს, რომელიც მე რომ იქ ვყოფილიყავი, არ მოხდებოდა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ და დასძინა, რომ პოლიციაში ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics