|
2018-03-23 11:48:27, 1226 ნახვა
პოლიტიკა
„გირგვლიანის შესწორებების“ კანონპროექტის ინიცირება დღეს მოხდება
„ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენელი კანონპროექტის „გირგვლიანის შესწორებები“ ინიცირება დღეს მოხდება. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, რომლითაც დადგინდება ახალი დანაშაულის კატეგორია, ეს უკანასკნელი კი დაფუძნებული იქნება წარსულში მომხდარ მძიმე ფაქტებზე. მდინარაძის განმარტებით, „გირგვლიანის შესწორებების“ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, ცვლილებები შევა 12 მუხლში. მისივე თქმით, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 2 ახალი მუხლი, რომელთაგან ერთი შეეხება სახელწმიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით, ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძანების, ან დავალების გაცემას: "მიმდინარე წლის 29 იანვარს სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას ვამცნებთ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ იწყებდა მუშაობას საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ძალიან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფდა მართლმსაჯულების ხელშეუვალობას და მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. ამ ინიციატივას ჩვენს სიმბოლურად გირგვლიანის შესწორებები ვუწოდეთ. „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა, არა მარტო მართლმსაჯულება აღსრულებულიყო სანდროს და სხვა ანალოგიურ სამქეებზე, არამედ შექმნილიყო მყარი პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები გირგვლიანის საქმის რეციდივების გამოსარიცხად და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებულიყო მაღალი სტანდარტის შეზღუდვები, რათა ვეღარასდროს ვერავის გაებედა მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა. ფრაქციამ შეასრულა საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულება და დღეს ვახდენთ ამ კანონპროექტის ინიციარებას. გირგვლიანის შესწორებების საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში ცვლილებები შევა 12 მუხლში და აგრეთვე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება 2 ახალი სპეციალური მუხლი, რომერლთაგან ერთი შეეხება სახელწმიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით, ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობას, მეორე კი ამ პირების მიერ უკანონო ბრძნების, ან დავალების გაცემას.წარმოდგენილი ცვლილებები ასევე ეხება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მართლმსაჯულების განხორციელებაში უკანონო ჩარევას, გამომძიებლის, პროკურორის, ადვოკატის, მოსამართლის, ნაფიციმსაჯულის საქმიანობაში ხელის შეშლის გზით, აგრეთვე ქმედებებს, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობიოს პირის მიერ მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ ბრძანების, ან დავალების გაცემას. პასუხისმგებლობა მკაცრდება იმ პირის მიმართაც, რომლებიც ასეთ ბრძანებას,ან დავალებას შეასრულებენ. ამ სახის ცვლილებებით სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ქმედების, ან დავალების შესრულებაც დამამძიმებელ გარემოებად შეერაცხება შემსრულებელს. გარდა ამისა, შესწორებების ერთ-ერთი მიზანი არის გირგვლიანის საქმეზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსრულება. მადლობა მინდა გადავუხადო ფრაქციის წევრს ანრი ოხანაშვილს, რომელმაც კოორდინაცია გაუწია ფრაქციის წევრების,სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების კონსულტაციებს ხსენებული ცვლილებების შექმნის პროცესში. იმედი მაქვს, საქართველო წარსულს აღარასდროს დაუბრუნდება და მომავალში ამ ნორმების გამოყენებაც საჭირო აღარ იქნება, მაგრამ მათი არსებობა არის აცილებელი,რათა ვერც ერთმა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირმა ვეღარ გაბედოს მსგავსი დანაშაულების ჩადენა, ან მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა“,-აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)