15:36 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 18:57:10, 1816 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს „ჩარჩო ხელშეკრულებას ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერეს "ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას".

როგორც ჩარჩო ხელშეკრულებაშია აღნიშნული: ბელარუსი და საქართველო ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას - სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიული მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას.

ასევე, ბელარუსის რესპუბლიკა და საქართველო ითვალისწინებენ საერთო ინტერესებს ყველა სფეროში განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები და ადასტურებენ ორმხრივ მისწრაფებას განავითარონ ხანგრძლივი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა;

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, სხვა შეთანხმებებთან ერთად ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულება, უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია სახელმწიფოთშორისი ურთიერთობისათვის და საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკებს შორის თანამშრომლობის  გრძელვადიან სტრატეგიას და პრინციპებს განსაზღვრავს.

"აღსანიშნავია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის განმავლობაში დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება და იგი გაფორმდა დღეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  სხვა პრინციპებთან ერთად, რაც ჩადებულია ჩვენი თანამშრომლობის საფუძვლად ასევე ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics