2015-05-19 18:43:15, 421 ნახვა
პოლიტიკა
ალასანია: დიდი აღლუმი აუცილებელი არაა, მაგრამ 26 მაისის აღნიშვნას სამხედრო კომპონენტი უნდა ჰქონდეს
''არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს დიდი აღლუმი, მაგრამ აუცილებლად სამხედრო კომპონენტი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უნდა ჰქონდეს'',-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ 26 მაისთან დაკავშირებით განაცხადა.
"მთავარია აღინიშნოს და აუცილებელია, რომ სამხედრო კომპონენტი იყოს, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი თავის დემონსტრირება საზოგადოების წინაშე შეძლონ. არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს დიდი აღლუმი, მაგრამ აუცილებლად სამხედრო კომპონენტი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას უნდა ჰქონდეს",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან