11:10 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 14:48:51, 1596 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: სტრასბურგის სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტრიბუნაა, რომლის გამოყენებაც საქართველოს შეუძლია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შეიტანოს სახელმწიფოთაშორისი განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა, რომლის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს აქვს, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ დადსტურდეს, რუსეთის ეფექტური კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

„საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციის მიერ დადასტურდეს, რომ რუსეთის არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი დე-ფაქტო აფხაზეთისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლებადარღვევაზე, რომელიც ამ ტერიტორიებზე ხდება“, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics