17:57 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 21:44:20, 1556 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი: ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ გააერთიანა საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის მიერ მიღებულ „ტატუნაშვილი - ოთხოზორიას რეზოლუციას“, რომელიც უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მონაწილეობით დამტკიცდა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია რუსეთის პოლიტიკასთან მიმართებაში ქვეყნის ერთიანობის მაჩვენებელია.

"ამ დიდმა ტრაგედიამ, კიდევ ერთხელ, გააერთიანა მთელი საზოგადოება და წარმოაჩინა რუსეთის სახე. რუსეთი არის ოკუპანტი. მისი პოლიტიკა უკვე ნათელია ყველასთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსხვავება ფაქტიურად არ არსებობს ტატუნაშვილის მკვლელობასა და იმ თავდასხმას შორის, რომელიც ახლახანს დიდ ბრიტანეთში განხორციელდა.

ეს კარგად გახდა ნათელი ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის, ამაზე მუდმივად აკეთებდა აქცენტს საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელსა და ვაშინგტონში უმაღლესი დონის შეხვედრებზე და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, რომ ამ სიტუაციაში ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატშიც დაფიქსირდა სახელმწიფოს პოზიცია ამ საკითხებთან მიმართებაში", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 106 ხმით მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ".

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics