|
2018-03-21 20:26:10, 1598 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარემ თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა 2018-2020 წლებში თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი. ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ტრანსპორტის სფეროებში პარტნიორობის განვითარებას ითვალისწინებს. ქალაქები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევა, ენერგოეფექტურობა, მაღალი ტექნოლოგიები და ინოვაციები. ასევე, გაცვლიან საინვესტიციო შეთავაზებებს და ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივ ბიზნესფორუმებს.
თბილისის მერის განცხადებით, ძალიან დიდია იმის პოტენციალი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. „ვფიქრობთ, ძალიან დიდია პოტენციალი, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით, ძალიან დიდი შესაძლებლობა გვაქვს. ასევე, გვაქვს შესაძლებლობა, ის ურთიერთობები, რომელიც წლებია არსებობს, კიდევ უფრო გავაღრმავოთ და საინტერესო გავხადოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თანამშრომლობის პროგრამის თანახმად, აქტიურად განვითარდება ურთიერთობები ტურისტულ სფეროში, რაც მინსკისა და თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ტურისტული გამოფენების, ფორუმებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის გაცვლასა და თემატური ბანერების განთავსებას საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ვებგვერდებზე; ორივე დედაქალაქში ტურისტული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ხელშეწყობასა და საინფორმაციო მხარდაჭერას.
მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცის თქმით, ორ ქალაქს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ეს დოკუმენტი თანამშრომლობის ქვაკუთხედი გახდება. „დღეს ხელი მოვაწერეთ 2018-2020 წლების თანამშრომლობის განვითარების პროგრამას, რომელიც ორი ქალაქის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. ჩვენ აქტიურად და დინამიურად ვვითარდებით 2015 წლის სექტემბრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც თბილისის, ასევე მინსკის მოსახლეობა ხედავს, რომ ურთიერთობები როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური პროექტების დონეზე ვითარდება. ის დელეგაცია რომელიც დღეს მინსკიდან ჩამოვიდა, ძალიან მრავალმხრივია. მიმართულებები ძალიან ფართოა, განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტრანსპორტი, ვგულისხმობ ელექტროავტობუსების ერთობლივ მშენებლობას. ასევე განვიხილავთ თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, სპორტი და სხვა. დარწმუნებული ვარ რომ ეს დოკუმენტი გახდება ორი დედაქალაქის თანამშრომლობის ქვაკუთხედი“, - განაცხადა ანდრეი შორეცმა. დოკუმენტი ითვალისწინებს პრაქტიკული ცოდნისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებას საბინაო-კომუნალურ სფეროში. კერძოდ, ტექნიკური მომსახურებისა და საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის, ეზოებში პარკირების ადგილების მოწყობისა და საბინაო-კომუნალურ სფეროში მოწინავე IT ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. ცნობისთვის, თბილისსა და მინსკს შორის დაძმობილების ხელშეკრულება 2015 წლის 11 სექტემბერს გაფორმდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|







epn.ge (@expressnews.ge)