15:57 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 18:21:09, 1533 ნახვა

საზოგადოება
სებ-ი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს.

მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 15 მაისიდან დაიწყება და მისი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაციო ფასი 100 ლარია.

„ავერსზე მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები - მოფრიალე დროშა და გერბი, მონეტაზე დატანილია წარწერები: "26 მაისი", "1918", "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა" და "10 ₾". 

რევერსი აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: "საქართველო", "10 ლარი", "2018" და "GEORGIA", - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

ესპანეთის სამეფო ზარაფხანის მიერ სულ 1500 მონეტა მოიჭრება. დიზაინის ავტორი მამუკა გონგაძეა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
ესპანეთში 13 ქართველისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics